ფოთში კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება 24 09 20
თვითიზოლაციაში იმყოფება 50 პირი, მათ შორის 5 საკარანტინე სივრციდანა გადმოსული!
ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდა 15 პირს, ამათგან 5 – გეგმიური რისკის ჯგუფის კონტიგენტია, ეპიდაფეთქების კერიდან – 6, თვითიზოლაციაციის კონტიგენტი – 4-ია.
თვითიზოლაციაზე მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თვითიზოლაციის წესების დარღვევას ადგილი არ ქონია!
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გატესტილი 631 ნიმუშებიდან 5 დადებითია, მათგან 4 ზუგდიდის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ხოლო 1 არის ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მცხოვრები პირი. ამ დროისთვის მიმდინარეობს დარჩენილი 200 ზე მეტი ანალიზის კვლევა. ამ დროისთვის სულ გვყავს რეგიონში მცხოვრები 46 კოვიდინფიცირებული მოქალაქე, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან. რუხის საავადმყოფოში მკურნალობს 58 კოვიდ ინფიცირებული. საკარანტინე სივრცეში კი გვყავს 122 მოქალაქე.