სიახლე 

ფოთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს 28 09 20

27 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფოთში, ახალ რაიონში არსებულ მემორიალთან დევნილები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სიტყვით გამომსვლელებმა ის ტრაგიკული დღეები გაიხსენეს და აფხაზეთში მალე დაბრუნების იმედი გამოთქვეს. დაღუპულებს პატივი მიაგეს ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახენიებელი პანაშვიდი აღასრულა.

მსგავსი სტატიები