სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია „ნიკო-ნიკოლაძის ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი 28 09 20

27 სექტემბერი დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა. ევროკავშირის პროექტის -,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. ფილმის „დროსგასწრებული მამულიშვილი“(ავტორი: თამარ თაგვაძე), პრეზენტაცია ფოთის საზოგადოების წინაშე ჰიდროგრაფიული სამსახურის ეზოში შედგა. ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის უკვდავსაყოფად, მისი პუბლიცისტიკის პოპულარიზაციის მიზნით, „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებისა“ და „გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის“ მიერ ნიკო ნიკოლაძის – “უცნობი ნაცნობი“, ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“ გამოიცა. აქვე შედგა ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიძღვნილი წიგნის ,,ფაზისიდან ფოთამდე“( რედაქტორი: გიორგი ფარეშიშვილი) პრეზენტაცია. ღონისძიების სტუმრებს მხატვარ ოთარ იმერლიშვილის მიერ, წიგნისთვის „ფაზისიდან ფოთამდე“ შექმნილი 20 მინიატურის დათვალიერების საშუალებაც მიეცა. ამ საკითხებზე სასაუბროდ ფოთის მერის ყოფილი მოაგდილე, „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების“ თვმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი გვესაუბრება

მსგავსი სტატიები