სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგით მე-16 სხდომა გაიმართა 29 09 20

დღეს ფოთში საკრებულოს რიგით მე-16სხდომა გაიმართა. სადაც 8საკითხი განიხილეს. სხდომაზე ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა 2019წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ასევე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფოთში მშვიდობის N4ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებრლი დახმარების ცენტრისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაზე, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს ერთადერთ გზას ნავსადგურის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელამდე, სადაც „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები