სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი იმართება 05 10 20

4-10 ოქტომბრის ჩათვლით ფოთის საჭადრაკო კლუბში საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი “შემოდგომა-2020″იმართება. ფესტივალის პროგრამით ტარდება 3 ტურნირი: ღია, 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, და 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირები შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართება . ფესტივალში კლუბის 40 მოსწავლე მონაწილეობს. ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი თასებით დაჯილდოვდებიან. ფესტივალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად ტარდება.

მსგავსი სტატიები