სიახლე 

ფოთში კორონავირუსზე 76 პირის ტესტების შედეგები მიიღეს 08.10.20

ფოთში კორონავირუსზე 76 პირის ტესტების შედეგები მიიღეს, არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19″ არ დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ფოთის კოვიდ კლინიკაში 33 პაციენტია მოთავსებული. აქედან 29 არის კოვიდინფიცირებულია, ხოლო 4 “ანალიზების პასუხს ელოდება. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ისინი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და ფოთიდან არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 346 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 8 პასუხი დადებითია . აქედან 3 შემთხვევა ზუგდიდში, მათ შორის არის 1 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 2 არის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, დანარჩენილი 4 შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებულები რუხის კლინიკაში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 202 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდ პაციენტი, აქედან 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 106 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სტატიები