ფოთში კორონა ვირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა, დაიკეტება თუ არა მე-3 სკოლა 9 10 20
ფოთში, კორონა ვირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა. 4 პაციენტის ნიმუში ფოთის ჰოსპიტალიდან გაიგზავნა და ,,კოვიდ 19″ სამ პაციენტს დაუდგინდა. ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალა კი კვლევისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტმაც გააგზავნა და კორონა ვირუსი 2 პირს აღმოაჩნდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარე ეტაპისათვის ცენტრის თანამშრომლები ზემოხსენებულ პირთა უშუალო კონტაქტების დადგენას ახორციელებენ.
ფოთში, მესამე საჯარო სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. “კოვიდ 19” სკოლის ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით მას კონტაქტი ჰქონდა კოვიდ ინციფირებულთან და ინფექცია გეგმიური შემოწმებისას აღმოაჩნდა. ის უსიმპტომო პაციენტია. სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადავა. ამჟამად ეპიდემიოლოგები კონტაქტებს სწავლობენ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის სულ 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 63-მდე გაიზარდა, აქედან 61 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მძიმე პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, 1 კი ცხინვალის რეგიონიდან!