სიახლე 

დღეს ფოთში წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოეს 09 10 20

დღეს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შენობაში ფოთელი პედაგოგების დააჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ვასილ სოფრომაძის თაოსნობით ფოთში, 1996 წლის დეკემბერში ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ნელი გეგეშიძის სახელობის ფონდი დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების ფინანსური წახალისება, რაც მათ დამატებით სტიმულს აძლევს პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ საქმიანობას და მეტად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები. ფონდთან, ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად APM TERMINALS POTI -ც თანამშრომლობს.

წელს 1 პირველი ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით, გადაეცა მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგს ლეილა ხონელიძეს მეორე ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია 400 ლარის ოდენობით მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგს ნათია დუდუჩავას ერგო. მესამე ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია 250-250 ლარის ოდენობით მე-2 და მე-11 საჯარო სკოლებს პედაგოგებმა მირანდა შამანაძემ და ეველინა შამათავამ მიიღეს. ასევე სხვადასხვა სკოლის 10 პედაგოგზე – დიპლომები და წამახალისებელი ფულადი პრემიები 100-100 ლარის ოდენობით გაიცა. წლების მანძილზე გაწეული აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გამორჩეული წვლილისთვის სპეციალური პრემიებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს ფოთელი პენსიონერი პედაგოგები ლუიზა ჩხეტია და ლორენა ალანია. სპეციალური პრემია როგორც მენტორ პედაგოგს თამარ ფაჩულიას გადაეცა. „გეგეშიძის ფონდს“ დაარსების დღიდან ალექსანდრე დოლბაია ხელმძღვანელობს

მსგავსი სტატიები