სიახლე 

ირაკლი ხახუბია ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს 12 10 20

აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს “ქართული ოცნებიდან” ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია. ამჟამად ის ფოთში ტაბიძის, 9 აპრილის და ბერდიანკის ქუჩების მოსახლეობას სახელი სუფლებო გუნდის სამომავლო გეგმებზე, სოციალური პროგრამებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა . კანდიდატის თქმით, ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და მისი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რაც ასევე ნიშნავს ქალაქის კეთილმოწყობას და ფოთელებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნასაც. ირაკლი ხახუბიამ განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის უახლოეს პერიოდში მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მსგავსი სტატიები