სიახლე 

ფოთში კოვიდ19-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 13 10 20

ფოთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 25 -ზე დადებითი პასუხია, ასევე 3 დადასტურებული შემთხვევაა, რომლებიც კვლევაში იყო დარჩენილი. აქედან 18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 253 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 79 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან 5 ზუგდიდელია, 1 ხობის მაცხოვრებელია და 1 ფოთელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 136 ადამიანი.

მსგავსი სტატიები