სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 10 20

ფოთში, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით, ინფიცირებულთაგან ერთი სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილს” უკავშირდება, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მისი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ფოთში სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილში”, ბოლო კოვიდ ინფიცირების მონაცემებით 118 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის ადგილობრივი 22 პირია. „აჭარა ტექსტილმა” მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 350 ადგილობრივია

მსგავსი სტატიები