სიახლე 

ფოთში შვიდკაცა ფეხბურთში მასტერლიგის გათამაშება მიმდინარეობს 16 10 20

ფოთში ფეხბურთში შვიდკაცა მასტერლიგის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. “ჭაბონამამ” ანგარიშით 8:0 სძლია პარკისუბნის “არისტოკრატებს”, მეორე ნახევარფინალში კი “კუნძულმა” დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა “გოლეადორი”. ხვალ 11 საათზე სამაგრელოს ქუჩაზე, ე.წ. “მალანიას” სტადიონზე ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს “კუნძული” და “ჭაბონამა” დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული გუნდი თასით და დიპლომებით დაჯილდოვდება და რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს

მსგავსი სტატიები