სიახლე 

ფოთში COVID-19 – ს 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 20 10 20

ფოთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. კორონავირუსი გამოუვლინდათ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც. მისი თქმით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. „შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა ჯერ დასრულებული არ არის. საეჭვო სიმპტომების მქონდე პაციენტების ,,პისეარ” კვლევები კვლაცაც გრძელდება“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან 68-ზე დადებითი პასუხია. აქედან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 7 -7 ფოთსა და ჩხოროწყუში, 5 ხობში, 4-4 სენაკსა და წალენჯიხაში, 1 მარტვილში და 1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რუხის კლინიკაში კი მკურნალობის კურსს 114 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. გარდაიცვალა 87 წლის ქალბატონი, რომელიც არის ხობის მუნიციპალიტეტიდან და მკურნალობდა მცხეთის კოვიდ კლინიკაში რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში- 232 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სტატიები