სიახლე 

ხობში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 22 10 20

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის ახალ რეაბილი ტირებული ცენტრალური პარკის, მთავარი მოედნის ტერიტორიაზე ხეები დაირგო. ნერგების დარგვაში მოსახელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებს სპეციალისტების მიერ მომზადებული დენდრო პროექტიც გადაეცათ, რის შემდგომაც, პარკის ტერიტორიის გასამწვანებლად 22 სხვადასხვა ჯიშის, 65 ძირი ნერგი დაირგო. გამწვანების აქციის მიზანი, პარკის ეკოსისტემასა და გარემოზე ზრუნვაა. ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლინგ მორტონია.

მსგავსი სტატიები