სიახლე 

ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა 28 10 20

ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება , უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს და რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას უზრუნველყოფს. ცენტრს აქვს მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. საზღვაო სასწავლებელი სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები მოკლევადიანი სასწავლო კურსების გავლას შეძლებენ. სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს.

მსგავსი სტატიები