ფოთში “კოვიდ 19” რვა პიროვნებას დაუდგინდა 28 10 20
ფოთში დღეს კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.
მათ შორის არიან ბავშვებიც. „ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ასევე, გრძელდება პისიარკვლევები. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი შეიცვალოს. ველოდებით 28 პირის კვლევის შედეგს“, – აცხადებს ნანა მხეიძე.
ჯამში, ფოთში ინფიცირებულთა რიცხვი 220- შეადგენს, გამოჯანმრთელდა 90, სტაციონარულ მკურნალობაზეა 15 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 4 პირი.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშებიდან 119 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 88 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ახლა კი ხაზზეა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკაში და 5 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (6 ზუგდიდი, 3 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე). რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 156 ადამიანი.