სიახლე 

ფოთში ქურდობის ორი ფაქტი დაფიქსირდა 29 10 20

ფოთში, გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ერთ ერთი რესტორანი გაქურდეს.მეპატრონის განცხადებით, დილით ადგილზე მისულ თანამშრომლებს შენობის კარი გატეხილი დახვდათ. წაღებულია ძვირადღირებული სასმელები და ჭურჭელი. მომხდართან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონემ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს. გუშინ ქურდობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. დაუდგენელმა პირებმა მერიის მალთაყვის უბნის მუნიიპალიტეტიდან პროცესორები წაიღეს. გავრცელებული ინფორმაციით ისინი შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ. წაღებულია კომპიუტერის პროცესორები ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სტატიები