ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა 29 10 20
დღეს ფოთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სტუმრობდა. მან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზონაში ახლადამოქმედებული საწარმოები დაათვალიერეს და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმოში სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდება; ხოლო შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ში უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება და მათი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში განხორციელდება.
ამჟამად საწარმოში კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი მიმდინარეობს .