ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევაა 30 10 20
ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 პაციენტი სტაციონარშია გადაყვანილი, 20 კი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე განაგრძობს მკურნალობას.
სულ ფოთში დარეგისტრირებული 269 პაციენტიდან გამოჯანმრთელებულია 116, გარდაცვლილია 1, ფოთის ჰოსპიტალში კი 38 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა. 62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.
გარდაიცვალა ზუგდიდის მცხოვრებია 64 წლის ქალბატონ. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.