სიახლე 

ფოთში მოქმედი პარტიები არჩევნების წინ ბოლო განცხადებებს ავრცელებენ 30 10 20

არჩევნებამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა. ჩვენი ჯგუფი დღეს ფოთში მოქმედი პარტიების შტაბებს ესტუმრა. თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა ჩვენი ეთერის საშუალებით მიმემართა ამომრჩევლისთვის და ბოლოჯერ მოეწოდებინა მხარდაჭერისკენ. ნაციონალური მოძრაობის ოფისში განცხადეს რომ ახალი თაობის ნათელი მომავლისთვის მეტი აქტიურობაა საჭირო. ევროპული საქართველოს წარმოადგენელის განცხდებით ხვალ მოსახლეობას არსებული სიტუაციის შეცვლის შანსი აქვს. ,,ლეიბორისტული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მოსახლეობას მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ მათ პარტიას. პატრიოტთა ალიანსის ადგილობრივმა ლიდერმა აფხაზებთან ურთიერთობის დარეგულირებაში მისი პარტიის განსაკუთრებული როლი აღნიშნა. პარტია ლელოს წარმომადგენელი ამბობს რომ ქართველი ხალხი აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, რადგან „ოცნების“ დრო უნდა დასრულდეს და მათ ამისთვის კონკრეტული გეგმები აქვთ . პარტია გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხვალინდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ფაჩულია მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების გაიაფებას ჰპირდება. ზვიად ძიძიგური- საქართველოს კონსერვატიული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა. დავით ჭიჭინაძე პარტია ტრიბუნა- ,,ქრისტან დემოკრატიული მოძრაობის“ წარმოადგენელმა განაცხადა რომ მათ არსებული რეალობის შეცვლის ძალა და გამოცდილება აქვთ. გიორგი ვაშაძე- ,,სტრატეგია აღმაშენებელი’ წარმოადგენელმა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარები ს აუცილებლობაზეისაუბრა, რაც მისი თქმით ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარია. ქართული ფესვები ერთადერთია არჩევნებში მიონაწილე პარტიათაგან, რომელიც ფოთშია დაფუძნებული. თუმცა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ მათი პარტიის მიზნებსა და გეგემებზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრეც მიუხედავად დაპირებისა მათ კომენტარიც კი არ გააკეთეს. მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის დავით სარსანიას თქმით საარჩევნო კამპანიის პერიოდში ის აქტიურად ეცნობოდა მოსახლეობის პრობლემებს და მათ ვითარების შეცვლას ჰპირდება. პარტია თავისუფლება- „ზვიად გამსახურდიას გზა-ს,, წარმომადგენელმა მათი პარტიის მხარდაჭწრისკენ მოსახლეობას ორიგინალურად, ლექსით მოუწოდა. ქალაქის ქუჩებში ავტომობილების კოლონის მოძრაობით ჩაატარეს არჩევნების წინა დღე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმოადგენლებმა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

მსგავსი სტატიები