სიახლე 

ფოთში საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსებს მობილიზება გააპროტესტეს 31 10 20

არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სამოქალაქო პლატფორმას ”ინფორმაციით, ფოთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსებია მობილიზებული, სადაც ,, ქართული ოცნების” მხარდამჭერები იმყოფებიან და ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ. მათივე განცხადებით , მე -19 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით, “ქართული ოცნების” ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იმყოფებოდა, რაც კანონდარღვევაა. აღნიშნულ ბრალდებას ეხმიანება ადრესატი, ზაალ კვინჩია. მისი განცხადებით გარდა იმისა, რომ არის ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, იგი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ”ფოთის ახალგაზრდული ალიანსს” წარმოადგენს და არჩევნების პროცესებს ამ ამპლუაში აკვირდება.

მსგავსი სტატიები