სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უბნების დახურვის შემდეგ კომენტარი გააკეთა 31 10 20

ფოთში, საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 18 საჩივარი შევიდა. თავმჯდომარის შეფასებით, ყველა მათგანი პროცედურულია. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 22 ათას 764-მა ამომრჩევლმა, რაც ამომრჩეველთა 55.02%-ს შეადგენს. ,,დილის 07:00 საათიდან ყველა უბანი გაიხსნილი იყო. იყო სრული, 12 კაციანი შემადგენლობა , 07:00 საათიდან 08:00 საათამდე გაგრძელდა ფუნქციების გადანაწილების პროცესი. 08:00 საათიდან ყველა უბანი მზად იყო მიეღო ამომრჩეველი . ამ დროიდან ისინი მიდიოდნენ უბნებზე გადიოდნენ ყველა იმ წესს , რეგულაციას, რომელიც არის დაწესებული კოვის 19-თან დაკავშირებით და შესაბამისად აძლევდნენ ხმას. რაც შეეხება უბნებზე არსებულ მდგომარეობას , იყო გარკვეული შეფერხებები , იყო პროცედურული დარღვევები , რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივრები , მათი უმეტესობა უკვე აღმოიფხვრა საარჩევნო უბნებზე . რაც შეეხება ნაწილს, გაეცა პასუხი საოლქო კომისიის მხრიდან . 20:00 საათზე დაიხურა უბნები და ემზადებიან ხმების დასათვლელად . რაც შეეხება დამკვირვებლებს და წარმომადგენლებს იყო მათი მხრიდანაც გარკვეული მითითებები , მოხდა ამ მითითებების გათვალისწინება .

მსგავსი სტატიები