სიახლე 

გაიგე მეტი COVID 19 – ს შესახებ 02 11 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდეც, მისი მიმდინარეობისას და შემდგომაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ ხშირად ირღვეოდა
კინოთეატრების და თეატრების გახსნა კი, რომელიც გახსნა 1-ლი ნოემბრისთვის იყო დაანონსებული, არ შედგება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გახსნა ისევ, გაურკვეველი ვადით გადაიდო
„გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი. თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.“ – აცხადებს განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
თუ რა შედეგებს მოუტანს ეს შეზღუდვები თეატრალურ საზოგადოებას და ზოგადად ქართულ თეატრს, ამაზე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობსი სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორს თენგიზ ხუხიას გავესაუბრებით
პროექტის ფარგლებში, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, სპეციალური კლიპიც მომზადდა, სადაც ასევე რეკომენდაციებია მოცემული
თქვენ უყურებდით სპეციალურ რუბრიკას „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სტატიები