ფოთში ელექტრონული მმართველობის სერვისების პრეზენტაცია გაიმართ 04 11 20
ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ბიზნეს ანალიტიკოსმა ირმა სიხარულიძემ ახალი ელექტრონული მმართველობის სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. ახალი ელექტრონული სისტემა არის მოქალაქეზე ორიენტირებული მუნიციპალური მმართველობის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლის მეშვეობითაც ის უკეთ ემსახურება საკუთარ მოქალაქეს.
ახალი ელექტრონული სისტემა მოიცავს:
ელექტრონული განცხადებების ერთიანი სისტემას-ms.gov.ge;
შენი იდეა ქალაქის მერს-idea.municipal.gov.ge;
მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი-build.municipal.gov.ge;
პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.