სიახლე 

გაიგე მეტი COVID-19 – ს შესახებ.ფოთი 09 11 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. დღეიდან, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში კომენდატის საათი ბრუნდება, 22:00 -დან 05:00 – მდე როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილება იზღუდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რამდენად ემხრობა ფოთელი მოსახლეობა რეგულაციების გამკაცრებას ქვეყანაში. ასევე რუბრიკის სტუმარია ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც რეგულაციებსა და კოვიდი19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე გვესაუბრა. პროექტის ფარგლებში, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, სპეციალური კლიპიც მომზადდა, სადაც ასევე რეკომენდაციებია მოცემული.

მსგავსი სტატიები