სიახლე 

ახალგაზრდა ბაზიერებისთვის ფოთში ტრენინგი ჩატარდა 11 11 20

საერთშორისო ორგანიზაცია “ფაუნა და ფლორა ინთერნეიშენალმა” ახალგაზრდა ბაზიერებისთვის საგანმანათლებო ღონისძიებები საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩაატარა .
FFi -ს საქართველოში მტაცებელი ფრინველების კონსერვაციის პროექტს ახორციელებს, რომლის ფრინველებით მიზანი უკანონო ვაჭრობის და ნადირობის შემცირებაა.
წელს,რვა ახალგაზრდა ბაზიერმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან,ფრინველების დარგოლვის და ფრინველებზე დაკვირვების ბანაკებში მიიღო მონაწილეობა.
ჩვენ გავესაუბრეთ ახალგაზრდა ბაზიერ გიორგი ხარბედიას,რომელმაც პროექტის შესახებ და პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.
პროექტი “ახალგაზრდა ბაზიერთა ბანაკი” ოქტომბერში, კოლხეთის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდებოდა , პანდემიის გამო მონაწილეები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილი და მათ “წვრთნები” როგორც საველე, ასევე დისტანციურ რეჟიმში ონლაინ უტარდებოდათ.
ორგანიზაცია “ფაუნა და ფლორა ინთერნეიშენალი” პროექტს ასევე ზუთხისებრთა დაცვისთვისაც ახორციელებს

მსგავსი სტატიები