სიახლე 

გაიგე მეტი COVID-19 – ს შესახებ 11 11 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

 სიცივის მოახლოებასთან ერთად გრიპის და ვირუსული დაავადებების საშიშროებაც მოახლოვდა. დაავადებულთა უმრავლესობას გრიპი ადვილად გადააქვს, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, კორონავირუსის ეპიდემიისას, გართულებების თავიდან ასაცილებლად,  განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სეზონური გრიპის პროფილაქტიკას, რაც უპირველეს ყოვლისა ვაქცინაციით მიიღწევა.

  რამდენად არის ინფორმირებული   ფოთელი  მოსახლეობა   აღნიშნული  საკითხით  ჩვენი  ჯგუფი  დაინტერესდა. ფოთელების  აზრი არაერთგვაროვანია

“კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია  ევექსის ფოთის პოლიკლინიკის მენეჯერი ნანა ლემონჯავა, რომელიც სეზონური გრიპის ვაქცინაციის ეფექტურობაზე, ვადებზე და  რეკომენდაციებზე გვესაუბრება

პროექტის ფარგლებში, იმ  მოქალაქეებისთვის, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, სპეციალური კლიპიც მომზადდა, სადაც ასევე რეკომენდაციებია მოცემული

მსგავსი სტატიები