ფოთის “კოლხეთი1913”-მა ლანჩხუთის “გურია” დაამარცხა 13 11 20
ფოთში საფეხბურთო ცენტრის (ე.წ. ,,მალანიას“) სტადიონზე, ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის მე-11 ტურის გამოტოვებული თამაში შედგა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ლანჩხუთის ,,გურია“ დაუპირისპიდა. კოლხეთის გუნდი მე-8 წუთზე ლაშა გვალიამ დააწინაურა, შემდეგ ვალერი ოლხოვიმა დუბლი შესარულა და პირველი ტაიმი 3-0 დასრულდა. მეორე ტურში თორნიკე მუმლაძემ და ვალერი ოლხოვმა გუნდი კიდევ ორი ბურთით დააწინაურეს. საბოლოო ჯამში კი “კოლხეთი 1913”-მა 5-0 სძლია ლანჩხუთის “გურიას”. ჩვენ გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგაზე სულ 5 თამაში აქვს დარჩენილი.