სიახლე 

გადავარჩინოთ ქართული აბორიგენული ჯიშის ძაღლი 17 11 20

ქართული მეკვერნე ძაღლი, რომელიც სამი ქართული აბორიგენული ჯიშიდან ერთ-ერთია, გადაშენების პირას იყო მისული,  ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ათწლეულების  წინ ჯიში ჯერ კიდევ მრავლად იყო წარმოდგენილი და    საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოფენებზეც  აქვს მონაწილეობა  მიღებული.

ამ ჯიშის ძაღლს ძირითადად    კვერნაზე სანადიროდ იყებენდნენ, თუმცა ის ასევე  ჩლიქოსნებზე, ტახზე და დათვზეც იგეშებოდა. კვერნისებრთა ბეწვის დამზადების შეწყვეტის შემდეგ, ძაღლმა ფუნქცია დაკარგა , გადაშენება დაიწყო და მხოლოდ ერთეულ მონადირეებთან იყო შემორჩენილი. მეკვერნეს გადარჩენისთვის  საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელთა მიერ რეგიონებში ამ ჯიშის ძაღლების მოძიება, აღრიცხვა და გამრავლება ხდება. აღსანიშნავია, რომ ჯიში უკვე აღიარებულია საქართველოს კინოლოგების მიერ

ქართულმა მეკვერნემ ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა ძაღლების გამოფენაში, რაც მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მეორე გამოფენა კი რომელიც ამ თვის ბოლოს იყო დაგეგმილი,   კოვიდ პანდემიის გამო 20 დეკემბრამდე გადავადდა.

მსგავსი სტატიები