სიახლე 

2 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ახალშობილები ფოთის განახლებულ სამშობიაროში 18 11 20

ფოთში, ცენტრალურ საავადმყოფო „ბომონდში“-ახალგახსნილ სამშობიარო სახლში, პირველი ახალშობილები დაიბადნენ. კლინიკის მთავარი ექიმის, ინფორმაციით მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა. ახალშობილები, ნენსი თოფურია და ვილიამ ბობოხია დედებთან ერთად პალატაში იმყოფებიან და  თავს კარგად გრძნობენ.

პაციენტები კლინიკის პერსონალისადმი მადლიერებას გამოხატავენ და აღნიშნავენ რომ სამშობიარო სახლში იდეალური პირობებია

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოს თვეში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილებას, საქმიანობის უფლება შეუჩერდა. მიზეზად, შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა. რის შემდეგაც ქუთაისის კლინიკა „ბომონდთან“  მიღწეულ იქნა შეთნხმება და ფოთის სამშობიარო სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მსგავსი სტატიები