სიახლე 

დევნილთა ტესტირება და ვაქცინაცია დაიწყო 20 11 20

აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კოვიდ 19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა. ფართო მასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდიდსა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. თუ როდის ჩაუტარდება ფოთელებს მსგავსი ტესტირება და ვაქცინაცია ამის გასაგებად ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უახლოედ დღეებში გავრცელდება .

მსგავსი სტატიები