სიახლე 

ფოთის „ჭაბონამამ“ ზუგდიდის „მეგრი“ დაამარცხა 26 11 20

25 ნოემბერს, ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე მოყვარულთა თასის გათამაშების დასავლეთ საქართველოს ზონის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, ერთმანეთს ფოთის “ჭაბონამა” და ზუგდიდის “მერგი” დაუპირისპირდა. მიუხედავად ძლიერი წვიმისა “ჭაბონამამ” პირველივე წუთებში შეძლო ანგარიშის გახსნა. რომელსაც მეორე გოლიც მოჰყვა და პირველი ტაიმი ფოთელების სასარგებლოდ ანგარიშით 2-0 დასრულდა. მეორე ტაიმიც “ჭაბონამას” შეტევით დაიწყო და მათ კიდევ 3 ბურთი გაუტანეს მოწინააღმდეგეს. მოგვიანებით “მეგრმა” შეძლო პრესტიჟის გოლის გატანა და ანგარიში 5 – 1 გახდა. თუმცა ბოლო წუთებში “ჭაბონამას” ფეხბურთელებმა ანგარიში 7 :1-მდე გაზარდეს. ფოთელთაგან 3-3 გოლი გიორგი ფარღალავამ და დავით კუკულაძემ გაიტანეს, ერთი კი დაჩი კოსტავამ მოყვარულთა თასის გათამაშების დასავლეთ საქართველოს ზონის ფინალური მატჩი 28 ნოემბერს გაიმართება

მსგავსი სტატიები