ფოთის „ჭაბონამამ“ მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო 30 11 20
28 ნოემბერს,ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართა,ერთმანეთს სამეგრელოს ჩემპიონი „ჭაბონამა“ და გურიის ჩემპიონი „მაკვანეთი“ დაუპირისპირდა. შეხვედრა პანდემიის პირობებში უმაყურებლოდ გაიმართა. მატჩმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, „ჭაბონამამ“ ანგარიშის გახსნა პირველივე წუთებში მოახერხა და შესვენებამდე კიდევ 2 ბურთის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმიც „ჭაბონამას“ შეტევით დაიწყო რაც ანგარიშზეც აისახა. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი ფოთის „ჭაბონამა“ გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგე ,დიდი ანგარიშით 8-2 დაამარცხა.
ფოთელთგან 4 გოლი დაჩი კოსტავამ გაიტანა, 2-2 კი გიორგი ფარღლავამ და გიორგი თევზაძემ
მოყვარულთა თასის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი თბილისში გაიმართება. „ჭაბონამას“ მეტოქე “უქიმერიონი” იქნება, რომელმაც აღმოსავლეთის ფინალურ მატჩში “ბასა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა