სიახლე 

ახალგაზრდა მუსიკოსი და პოეტი ფოთიდან 30 11 20.

„ცხოვრება ზურგს თუ შემაქცევს ავდგები წინიდან შევხედავ“
„ჩემი ფიქრები მიფრინავს,გონება შორსაა გადაკარგული“ „
„ამ ცხოვრებაში რასაც შევიძენ ამ ცხოვრებაშივე დამრჩება მაგრამ,ახალ ცხოვრებას სადაც დავიწყებ მე სიყვარული მანდაც გამყვება“
ეს სიტყვები,ახალგაზრდა პოეტ და კომპოზიტორ ვეფხია შეროზიას ეკუთვნის. ჩვენი მას ვეწვიეთ, რადგან უფრო მეტი გაგვეგო მის შესახებ და ჩვენი თანაქალაქელებისთვის ის სხვა კუთხიდან დაგვენახებია.
ვეფხია სულ რაღაც 20 წლისაა, მაგრამ მას უკვე 700-მდე ლექსი და ორი დასრულებული სიმღერა აქვს დაწერილი. ის კიდევ რამდენიმე სიმღერაზე მუშაობს, ვეფხია სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. მისი თქმით ის სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, გერმანიაში აპირებს. თუმცა Covid – 19 მას გარკვეული პრობლემები წარმოუქმნა.
ვეფხიას ლექსები და სიმღერები ძირითადად სიყვარულს შეეხება. ჩვენ საშუალება გვაქვს მისის სიმღერის პრემიერა სახელწოდებით “ამ მთვარეს” მოვისმინოთ

მსგავსი სტატიები