სიახლე 

ფოთში კოვიდტესტების პასუხი გვიან ღამე გახდება ცნობილი 01 12 20

ფოთში კოვიდტესტების პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი. საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 754 პირი. გარდაიცვალა 36 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 139 343-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 117 560 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 303 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 366 ადამიანი.30 ნოემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთიში ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში კოვიდ ინფექციით 71 წლის ადამიანი გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ – 99 პირი იმყოფება. რუხის კლინიკაში 148 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80 საშუალო სიმძიმის, სენამედის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე. ფოთის კლინიკაში კი – 40 კოვიდ პაციენტი დარეგისტრირებული , მათ შორის 13 მძიმე პაციენტია. ფოთში არსებულ მდგომარეობაზე კი საზოგადოებსათან ურთიერთობის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები