სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913” – FK “გორი” 2:4 12 12 20

ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე ეროვნული ლიგა სამის ბოლო კალენდარულ მატჩში ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი 1913” და საფეხბურთო კლუბი “გორი” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყებიდან 11 წუთზე გუნდი თამაზ შალიკაშვილმა დააწინაურა. 24 წუთზე ანგარიში ილია საღიაშვილმა გაათანაბრა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმის 58 წუთზე ფოთელმა გუგა მახარაძემ მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა გორელებმა იგდეს ხელთ 65 80 და 90 წუთზე ილია საბიაშვილი, გურამ ხარებავამ და არჩილ ისლმაილმა ფოთელთა კარში გოლები გაიტანეს და გუნდს გამარჯვება მოუტანეს.საბოლოო ანგარიში კი 4-2 დაფიქსრიდა. შეგახსენებთ რომ ლიგა სამის მატჩები დასრულდა ფოთის კოლხეთის მეორე ადგილი დაიკავა და ლიგა 2-ში გადასასვლელი მატჩისთვის ემზადება სადაც მისი მეტოქე “ვიტ-ჯორჯია” იქნება.

მსგავსი სტატიები