სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 14 12 20

ფოთში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დამატებით გამოჯანმრთელდა 3 498 პირი. გარდაიცვალა 49 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 191 063-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 126 904 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 839 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რუხის კლინიკაში 147 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80 საშუალო სიმძიმის და 9 მძიმე პაციენტი, სენამედის კლინიკაში – სულ 39 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის საშუალოდ მძიმე 8 ხოლო მძიმეა 5 პაციენტის მდგომარეობა, ფოთის კლინიკაში კი – 42 კოვიდ პაციენტია დარეგისტრირებული , მათ შორის 10 მძიმე პაციენტია.
ფოთის შემთხვევებთან დაკავშირებით კი ფოთის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება

მსგავსი სტატიები