სიახლე 

ფოთში საკრებულოს მე-20 რიგგარეშე სხდომა გაიმართა 15 12 20

დღეს ფოთში საკრებულოს მე-20 რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. მთავარი საკითხი 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცება იყო, რომლის მიხედვითაც გამოიყო თანხა, ფოთის საკათედრო ტაძრის ფასადის განათების სამუშაოების დასასრულებლად. აღსანიშნავია რომ საჭირო სახსრების დიდი ნაწილი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და კერძო სექტორის ჩართულობით შეგროვდა.
ამავე ცვლილებით გაიზარდა “სოციალური უზრუნველყოფის” ხარჯი, რაც ითვალისწინებს საახალწლო ნობათის დარიგებას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხები საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებრობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მომსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე .

მსგავსი სტატიები