ფოთში კოვიდ ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 18 12 20
ფოთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა. არსებულ კოვიდ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 69 ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაშ რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.
სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, მისივე განმარტებით რეგიონში ამჟამად 6 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.