სიახლე 

კოვიდით გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს 18 12 20

რუხის კოვიდ კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი ფოთელი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები სიკვდილის მიზეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ. მათი განმარტებით, 32 წლის გიორგი მიმინოშვილი კლინიკაში გადაყვანამდე შეკვეთილის კოვიდ სასტუმრო “მირაჟ”ში იყო განთავსებული, სადაც ფაქტიურად ყოველგვარი ყურადღების გარეშე იყო დატოვებული და მას არც სათანადო კვლევები ჩაუტარდა დროულად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად შეფასებულიყო. კოვიდსასტუმროს მთავარი ექიმი თამუნა ქათამაძე კი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ პაციენტს პროტოკოლის სრული დაცვით ექცეოდა ყურადღება.

მსგავსი სტატიები