სიახლე 

ფოთის „კოლხეთი 1913“ კვლავ მესამე ლიგაში იასპარეზებს 21 12 20

20 დეკემბერს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე “ეროვნული ლიგა 2”-ში გადასასვლელი ფლეი-ოფის განმეორებითი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი 1913” და “ვიტ-ჯორჯია” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფოთელებმა სტუმრად 0:1 დასთმეს. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შესძლეს. მეორე ტაიმის 68 წუთზე “კოლხეთის” გუნდის კაპიტანმა ლაშა გვალიამ მოწინააღმდეგის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა წარმატებით შეასრულა და ფოთის გუნდი დააწინაურა. მიუხედავად ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობისა, მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა და ორმატჩიანი სერია ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამის გამო ორი დამატებითი 15 წუთიანი ტაიმი დაინიშნა, რომელიც ასევე ფრედ დასარულდა. თერთმეტმეტრიანის სერიაში კი თბილისის “ვიტ-ჯორჯიამ” გამარჯვების მოპოვება შესძლო და “ეროვნულ ლიგა-2”-ში ადგილი შეინარჩუნა. ფოთის “კოლხეთი 1913” კი მომავალი საფეხბურთო სეზონიდან თამაშს კვლავ მესამე ლიგაში განაგრძობს. ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულიაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა

მსგავსი სტატიები