სიახლე 

სავაჭრო ობიექტები ფოთშიც გაიხსნა 24 12 20

დღეს ფოთში სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს. ჩვენი ჯგუფი რამდენიმე მათგანს ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ჩვენთან საუბარში სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ იმ პერიოდის განმავლობაში რაც მაღაზიები დახურული იყო, მოქალაქეებს პროდუქციის შეძენა ონლაინ შეეძლოთ. ამჟამად კი საქმიანობა მთავრობის მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოქალაქეები იცავენ დისტანციას და უტარდებათ თერმოსკრინინგი შეგახსენეთ რომ, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად 27ნოემბრიდან მაღაზიებმა მუშაობა შეაჩერეს.

მსგავსი სტატიები