სიახლე 

“დღეში ერთხელ ვჭამ-რასაც ღმერთო მომცემს”-დევნილი მამაკაცი დახმარებას ითხოვს 25 12 20

“დღეში ერთჯერ ვჭამ, ღმერთი რასაც მომცემს იმას”……….ფოთში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ნუკრი რურუა დახმარებას ითხოვს. 55 წლის მამაკაცი, ერთ ოთახში, რომელიც ახლობლებმა ათხოვეს , მძიმე პირობებში ცხოვრობს. არ აქვს გაზი, დენის გამათბობელსაც ეკონომიის გამო არ ხმარობს. მისი ერთადერთი გართობა სახლში ტელევიზორის ყურებაა, რომელიც მეზობელმა აჩუქა. ნუკრი რურუამ ავტოსამრეცხაოში სამსახური პანდემიის გამო გაკარგა და ახლა მისი ერთადერთი შემოსავლი დევნილობის და სოციალური დახმარებაა. როცა ამინდი შესაფერისია ნუკრი ანკესს იღებს ხელში და ველოსიპედით ფოთში სხვადასხვა წყალსატევს სტუმრობს, იმ იმედით რომ გაუმართლებს და ვახშმად თევზი ექნება. თუმცა მისი თქმით აცივებასთან ერთად თევზიც ნაკლებად იჭირება და ხშირად ხელმოცარული ბრუნდება.   ახალი წლის მოახლოებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდება, რადგან იცის რომ მარტოს, მწირ “სუფრასთან” მოუწევს მისი შეხვედრა.ნუკრი რურუა ცივ ზამთრს და ახალ წელს მეზობლებისა და კეთილი ადამიანების იმედად ხვდება,

მსგავსი სტატიები