რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ფოთის საზღვაო ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს. რუსეთის დროშით მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს დააკისრა როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის 594 ლარის გადახდა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.