ფოთში შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ 28 12 20
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონა ვირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მეორე ტალღის დროს შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები დაწესდა, დღეს ფოთის მერიის შემუშავებული პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, შეჭირვეულ და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.პროგრამა 1500ზე მეტი ოჯახის დახმარებას ითვალისწინებს.