სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა რეგულაციების დაცვით ჩატარდება 06 01 21

ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო მსახურება ღამისთევით ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.მრევლი დისტანციის დაცვით და პირბადეებით დაესწრება საშობაო დღესასწაულს.დეკანოზმა კპნსტანტინე ბურძანაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა,რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ტაძარში მისული მრევლი აქამდეც იცავდა ყველა რეკომენდაციას და შობის ღამეც არ იქნება გამონაკლისი. საშობაო წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აღავლენს.

მსგავსი სტატიები