სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება აღევლინა 07 01 21

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება აღავლინა. ტაძარში მისული მრევლი ცდილობდა დადგენილი რეკომენდაციების დაცვას და სასულიერო პირების მოწოდებით სოციალური დისტანციის დაცვას. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის საკათედრო ტაძრის გარე ფასადი საზეიმოდ განათდა. დასასრულს  მეუფე გრიგოლმა მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა

მსგავსი სტატიები