სიახლე 

აქცია ფოთის სასწავლო ცენტრის დასახლებაში 8 01 21

ფოთში ეგრეთწოდებული სასწავლო ცენტრის კორპუსთან მოსახლეობამ აქცია მოაწყო, ისინი თევზსაჭერი სეინერების ნავმისადგომიდან და ხამსის გადამზიდავი სატვირთო ავტომობილებიდან, გავრცელებულ უსიამოვნი სუნს აპროტესტებდნენ და გზა გადაკეტეს, რითაც ხამსის გადაზიდვის პროცესს ხელი შეუშალეს. მოსახლეობის განცხადებით ხამსის რეწვის სეზონის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, აქციას ,, სამოქალაქო მოძრაობა ,,ფოთი ქალაქის ხმა”-ც შეუერთდა და მოსახლეობას გვერდში დგომას დაჰპირდა.რამდენიმე საათიანი პროტესტის შემდეგ გზა გაიხნა, ხოლო მოსახლეობა აცხადებს რომ ხვალ მერიის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი სტატიები