სიახლე 

ფოთში დევნილთა დასახლებებში სასწავლო სივრცეები მოეწყობა 12 01 21

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი “აფხაზეთი”, გაეროს განვითარების პროგრამასთან -UNDP-თან ერთად აგრძელებს პროექტს ,,დევნილთა უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვისკოვიდ 19″- ის დროს. დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში სასწავლო სივრცეების ცენტრი იხსნება,რომელსაც გადამზადებული დევნილი ქალები მართავენ ,ისინი იზრუნებენ ცენტრის მენეჯმენტსა და ტექნიკურ მართვაზე. დევნილებს დაწესებულებაში ონლაინ სწავლის საშუალება ექნებათ,ისინი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად. სხვადასხვა ტექნიკასა და კომპიუტერებს გამოიყენებენ.
პროექტი ასევე მიზნნად ისახავს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დარიგდა სხვადასხვა სახის სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები,რომლებსაც საერთო სივრცეების დეზინფექციისთვის გამოიყენებენ.

მსგავსი სტატიები