სიახლე 

ფოთელი ლოტბარის ოჯახის საახალწლო ტრადიციები 13 01 21

ქალაქის საპატიო მოქალაქე, ლოტბარი და ქურუმი, იროდი ტიკარძის ოჯახში ახალ წელს განსაკუთრებით ხვდებიან ,ტრადიციულად საახალწლო სუფრა იშლება,ძველ წელს აცილებენ და ახალ წელს ახალი იმედებით ეგებებიან,შემდეგ კი აუცილებლად მრავალჟამიერის და საგალობლის დრო დგება. მიუხედავად გადატანილი ვირუსული დაავადებისა ტრადიცია არც წელს დარღვეულა.საახალწლოდ მათი სახლიდან აუცილებლად ხალხური სიმღერების ჰანგებს გაიგონებთ. ფოლკლორი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ოჯახში ყველა მღერის,განსაკუთრებით უყვართ და პატივს სცემენ ქართულ ფოლკლორს, ბატონი იროდიც მის მეორე ნახევართან სწორედ ქართული ხალხური სიმღერების სიყვარულმა დააკავშირა და უკვე 50 წელია ბედნიერად ცხოვრებენ. ეს არის ოჯახი სადაც ნამდვილად ქართული ტრადიციების მიმართ სიყვარული და პატივისცემა სუფევს.

მსგავსი სტატიები